რაც საზოგადოებას, მათ შორის საგამოძიებო სტრუქტურებს ნანახი აქვს არ არის დედანი ვიდეო მასალა. ის არის პირველადი მასალიდან და შემდეგ უკვე დავალებული, ახლიდან დადგმული გადაღების დროს ამოღებულის რაღაცა კომბინაცია

რაც საზოგადოებას, მათ შორის საგამოძიებო სტრუქტურებს ნანახი აქვს არ არის დედანი ვიდეო მასალა. ის არის პირველადი მასალიდან და შემდეგ უკვე დავალებული, ახლიდან დადგმული გადაღების დროს ამოღებულის რაღაცა კომბინაცია
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ამირან (ბუტა) რობაქიძის სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმე განიხილება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტელე-პროექტ „ვიდეოპატრულის” ყოფილმა ჟურნალისტმა გოჩა მუკბანიანმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ვიდეო მასალა, რომელიც საზოგადოებისთვის და საგამოძიებო სტრუქტურებისთვის გახდა ცნობილი, არ წარმოადგენს დედანს და არის პირველადი მასალის და შემდეგ უკვე დავალებული, ახლიდან დადგმული გადაღების დროს ამოღებულის კომბინაცია. „საყოველთაოდ, რაც საზოგადოებას, ყველას, მათ შორის საგამოძიებო სტრუქტურებს ნანახი აქვს ვიდეო მასალა, ეს ვიდეო მასალა არ არის დედანი ვიდეო მასალა.
დედანი ვიდეო მასალა მეც, აწ გარდაცვლილ ვაწაძესაც, გურამ დონაძეს და ასევე აწ გარდაცვლილ ზურა მიქაძეს მათ მანქანაში რაც ნანახი გვაქვს, ცხრაჯერ გადაახვიეს ეს მასალა ვიდეო კამერაშივე, ეს მასალა უბრალოდ შემდეგ არავის არასდროს არ უნახავს. თუმცაღა რას ყველასთვის ცნობილია ვიდეო მასალა, ის არის პირველადი მასალიდან და შემდეგ უკვე დავალებული, ახლიდან დადგმული გადაღების დროს ამოღებული რაღაცა კომბინაცია, რომელიც ვერასდროს ვერცერთი ექსპერტიზით, მათ შორის ვერც ბრალდების მხარის პროკურატურის და ვერც დონაძის დიდი სურვილის და იმ მხარის მეშვეობით, ვერცერთმა ექსპერტიზამ უწყვეტი კადრები ვერ დაამტკიცა. იმიტომ, რომ ის იყო მონტაჟი, ნებისმიერი ექსპერტიზით დადგენილია ეს“, – განაცხადა გოჩა მუკბანიანმა.
Next: გურამ დონაძემ რამდენიმე ადამიანი მომიგზავნა, ერთ-ერთი მაკა ჩიხლაძეა, მაშინ მუშაობდა გადაცემა “პატრულში” – გოჩა მუკბანიანი ბუტა რობაქიძის საქმეზე

ასევე დაგაინტერესებთ

ენჯეო და ქართველი ხალხი არაფერ შუაშია ერთმანეთთან, ეს არის მახინჯი პროპაგანდა, არ შეიძლება, 5 ათას ეკა გიგაურს ვიღაცამ დაუძახოს სამოქალაქო საზოგადოება და ღვაწლმოსილ პროფესორებს დაუძახოს არასამოქალაქო საზოგადოება, ეს არის სირცხვილი