რაც მოხდა საამაყო არ არის, მაგრამ ოჯახის, შვილების, ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება

რაც მოხდა, საამაყო არ არის, მაგრამ ოჯახის, შვილების, ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება, რადგან კაცები ვართ და ქართველები ვართ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ აბუ-დაბის ინციდენტთან დაკავშირებით.
„ხმაურიანი მოგზაურობა გამოგვივიდა აბუ-დაბიში. უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ მხარდამჭერს, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვწერდა და გვამხნევებდა. ის, რაც მოხდა, საამაყო არ არის, მაგრამ ოჯახის, შვილების, ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება, რადგან კაცები ვართ და ქართველები ვართ. ჯერ პირველ დღეს ცდილობდა [თავდამსხმელი] საუზმეზე შეურაცხყოფა მოეყენებინა, მერე მეორე დღესაც. მესამე დღეს მოხდა ის, რაც მოხდა და ყველამ ნახეთ.
საკმაოდ მკაცრი კანონები აქვთ. გამოძიება დაიწყო. არც ვიცნობთ იმ ადამიანს, ვინც თეფში ისროლა. უბრალოდ ბევრი ქართველი ისვენებდა იმ სასტუმროში და ეტყობა ყელში ამოუვიდათ ეს პროვოკაციები. შემდეგ სასამართლო ჩაინიშნა და ჯარიმის საფუძველზე მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვეტოვებინა აბუ-დაბი. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი კანონებია, პოლიციამაც, პროკურატურამაც და სასამართლომაც კარგად გაიაზრა, რომ ეს იყო პროვოკაცია ჩვენს წინააღმდეგ და მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ უწყებას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში“, – აღნიშნა ზარქუამ.
აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძესა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში