რაც ევროკავშირის ქვეყნებში დემოკრატიულია, თურმე საქართველოსთვის მიუღებელი უნდა იყოს – დაჩი ბერაია

ორმაგი სტანდარტი – ასე აფასებს პარტია „ხალხის ძალის„ წევრი დეპუტატი დაჩი ბერაია ს განცხადებას, სადაც -ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ თუ საფრანგეთისთვის „უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის“ კანონი აუცილებელია, გაუგებარია რატომ არის საქართველოში მსგავსი კანონი მიუღებელი.
„რაც ევროკავშირის ქვეყნებში დემოკრატიულია, თურმე საქართველოსთვის მიუღებელი უნდა იყოს. რა დავარქვა ამას არ ვიცი – ორმაგი სტანდარტი? ალბათ არა, რადგან ორმაგ სტანდარტზე გაცილებით ცუდი პროცესია ის, რაც ახლა საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს. თუ საფრანგეთისთვის „უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის“ კანონი აუცილებელი და მისაღებია, რატომ არის საქართველოსთვის დემოკრატიის დამასამარებელი, გაუგებარია. მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით გამოხატავენ შეშფოთებას თუ საფრანგეთში, თურქეთში, კანადაში და სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც? მხოლოდ საქართველოა ისეთი ქვეყანა, სადაც ამ კანონის მიღება მათთვის მიუღებელია? პირველ რიგში, ეს კითხვა მექნებოდა ბატონ ბლინკენთან, მოვისმენდი მის პასუხს და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებდი კომენტარის გაკეთებას მის შეშფოთებაზე.“- განაცხადა ბერაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ