რაც დღეს ხდება, ამაზე „ხალხის ძალა“ ბევრად ადრე ვსაუბრობდით

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე USAID-ისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მედიასთან გამოეხმაურა.
„ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იყო არასამთავრობო სექტორის ის ნაწილი, რომელიც ძალიან მსხვილ გარე დაფინანსებას იღებდა და მათი მიზანი ქვეყანაში დესტრუქციისა და აურზაურის გამოწვევა იყო, რათა ხელისუფლება შეეცვალათ – ხელისუფლება, რომელიც არ ემორჩილებოდა გარე დაკვეთებს“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ თავად არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოახდინეს მათი რეალური მიზნების ლუსტრაცია, როდესაც თითქოს ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოსულები ტექნიკურ მთავრობას ქმნიდნენ და ხელისუფლების შეცვლას ცდილობდნენ.
დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ -ს 47-ე პრეზიდენტმა USAID და NED კრიმინალურ ორგანიზაციებად დაასახელა, რომლებიც უცხო ქვეყნებში რევოლუციებსა და გადატრიალებას აფინანსებდნენ.
„ის, რაც დღეს ხდება, ამაზე „ხალხის ძალა“ უფრო ადრე ვსაუბრობდით. ვამბობდით, რომ საქართველოს ომში ითრევდნენ, რაც თავიდან კრიტიკის საგანი გახდა, მაგრამ ცოტა ხანში თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანიც იმავეს ჩიოდა, რომ თურქეთს უკრაინის ომში ითრევდნენ. ასევე ვსაუბრობდით იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი შანტაჟად იყო გამოყენებული და გარე დაფინანსებით ცდილობდნენ შიდა პოლიტიკის მართვას.
გახსოვთ, როცა არასამთავრობო სექტორს დროზე ადრე წაუცდა ხელი და საკუთარი ლუსტრაცია მოახდინა, როცა ტექნიკური მთავრობით ხელისუფლების ჩანაცვლება განიზრახეს? ჩვენ მაშინვე ვამბობდით, რომ ეს იყო არასამთავრობო სექტორის ის ნაწილი, რომელიც ძალიან მსხვილ გარე დაფინანსებას იღებდა და მათი მიზანი ქვეყანაში დესტრუქციისა და აურზაურის გამოწვევა იყო, რათა ხელისუფლება შეეცვალათ – ხელისუფლება, რომელიც არ ემორჩილებოდა გარე დაკვეთებს.
ამ ყველაფრის ლუსტრაცია კიდევ უფრო აშკარა გახდა და უფრო მაღალი ფასი შეიძინა მაშინ, როცა იგი სწორედ იქიდან მოხდა, საიდანაც იმ დროს ამ საფრთხეებს ვააშკარავებდით. ჩვენ -ის მაშინდელ ელჩს პირდაპირ მივწერეთ, რა იყო მათი სტრატეგიული მიზანი და რაში იხარჯებოდა საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსები.
ფიცოც იმავეს ჩიოდა და სწორედ მაშინ ესროლეს, როცა სულ რამდენიმე კვირით ადრე მან გარე დაფინანსებების გამოძიება და გაშუქება აქტიურად დაიწყო.
ტრამპმა USAID და NED კრიმინალურ დაჯგუფებად აღიარა და თქვა, რომ სწორედ ამ ორგანიზაციებიდან სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ხდებოდა ჩარევა და ფინანსდებოდა რევოლუციები. ჩვენ ვამბობდით, რომ არასამთავრობო სექტორი არ ემსახურებოდა ქართულ პოლიტიკას და ამისათვის აუცილებელი იყო მეტი გამჭვირვალობა, რომ საზოგადოებას სცოდნოდა რაში იხარჯებოდა ათეულობით მილიონი, რისი ძირითადი გამტარი არასამთავრობო სექტორი იყო. ისინი კი ხშირად ჩნდებოდნენ პოლიტიკურ სცენებზე, იწვევდნენ რყევებს, აწყობდნენ აქციებს,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში