რაც დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის აპარატის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბატონმა უილკერსონმა თქვა – “ხალხის ძალა” ამაზე 3 წლის წინ ვსაუბრობდით

რაც დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის აპარატის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბატონმა უილკერსონმა თქვა – “ხალხის ძალა” ამაზე 3 წლის წინ ვსაუბრობდით
პარტია “ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ლოურენს უილკერსონის განცხადებას მედიასთან ეხმიანება. “როგორც კი იქნება ეს საქართველოს ინტერესში, ბუნებრივია დაიწყება გამოძიება ამ ყველაფერზეც (უილკერსონის განცხადება, რომ ბევრგან ნაცადი სტრატეგიით საქართველოშიც იმოქმედეს, თანაც წარმატებულად)” – განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ “ხალხის ძალამ” 3 წლის წინ დაიწყო საუბარი იმაზე, რაც დღეს ლოურენს უილკერსონმა დაადასტურა.
“ძალიან ბევრი ფაქტია ისეთი, რომელიც ზოგადად საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ პროცესებს ადასტურებს, და ბევრი რამ შეიძლება იყოს ისეთი, რაც საჭიროებს გამოძიებას. ისე სწრაფად ვითარდება მსოფლიოში პროცესები, რომ ბუნებრივია, საქართველოს სახელმწიფოსაც აქვს თავისი რესურსი და, რა თქმა უნდა, როგორც კი იქნება ეს საქართველოს ინტერესში, ბუნებრივია დაიწყება გამოძიება ამ ყველაფერზეც (უილკერსონის განცხადება, რომ ბევრგან ნაცადი სტრატეგიით საქართველოშიც იმოქმედეს, თანაც წარმატებულად). ყველანი ვხედავთ, რომ როგორც კი საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაცია ვრცელდება ისეთი, რომელიც საქართველოს მომავალში დააზიანებს (მაგალითად, BBC-ის მიერ გავრცელებული დოკუმენტური ფილმი), ამაზე მყისიერად იწყება გამოძიება, რადგან ეს ფაქტი ბუნებრივად მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს სახელმწიფოსთან.
აქედან გამომდინარე, კიდევ ვიმეორებ: ჩვენ “ხალხის ძალა” ჩვენს წერილებში ამ ფაქტს მტკიცებულებად გამოვიყენებთ. ამ ბატონის გამოსვლას ჩვენს წერილებში აუცილებლად ჩავდებთ, როგორც მტკიცებულებას. როგორც 2–3 წლის წინ ვსაუბრობდით, და შემდეგ უკვე ხელისუფლებასაც მიეცა საშუალება (2024 წლიდან), რომ სიმართლე ეთქვა საზოგადოებისთვის – და საბოლოოდ საზოგადოებამ მიიღო გადაწყვეტილება, და დღემდე მოვედით მშვიდობიანად. წარმოიდგინეთ ახლა რომ გაეგო მოსახლეობას, რა უბედურებები ხდებოდა, როცა ამერიკიდან „დიფ სთეითი“ ერეოდა სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ღმერთმა არ ქნა, რომ ის მომხდარიყო საქართველოში, რაც ში ხდება. ამასაც გაიგებდა საზოგადოება, მაგრამ მერე რაღა დროსი იქნებოდა. ჩვენ იმ პერიოდზე ვსაუბრობთ, რომელიც ყველაზე კრიტიკული იყო – როდესაც იყო პირდაპირი ზეწოლა ევრობიუროკრატიიდან და განსაკუთრებით ამერიკიდან – და ამას გაუძლო სახელმწიფომ და საზოგადოებამ. რაც დღეს სახელმწიფო მდივნის აპარატის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბატონმა უილკერსონმა თქვა, – ჩვენ ამაზე 3 წლის წინ ვსაუბრობდით,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ