რაც დათესეს, იმას იმკიან – ოდიშარია ენმ-ში დაპირისპირებაზე

მოქმედ თავმჯდომარესთან არსებული უთანხმოების გამო, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, “ნაციონალურ მოძრაობას”, წევრები ყოველდღე ტოვებენ.
მათ შორის არიან ზუგდიდისა და ჭიათურის საკრებულოს წარმომადგენლები. საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად პარტიის უკვე ყოფილი წევრები “ნაციონალურ მოძრაობაში” არაფორმალურ გავლენებს ასახელებენ.
ლევან ხაბეიშვილი და მისი მხარდამჭერები კი ღიად აცხადებენ, რომ დაპირისპირებული მხარის მოთხოვნების გათვალისწინებას არ აპირებენ.
მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ “ნაცმოძრაობაში” არსებული შიდა დაპირისპირება პარტიას საბოლოოდ დაშლის. ს განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა”, 10 წლის განმავლობაში, აპოკალიფსურ სურათებს ხატავდა და “ნამდვილი აპოკალიფსი საკუთარ პარტიაში მიიღეს”.
“ნაციონალურ მოძრაობა” დაშლილია, განადგურებულია – ეს უბრალო, ელემენტარული ცხოვრებისეული ჭეშმარიტებაა და გარდასახულიც არის ქართულ ანდაზაში, – “რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითა” და “რასაც დასთეს, იმას მოიმკი”. ეს ხალხი, 10 წელიწადი, ხატავდა აპოკალიფსურ სურათებს, სცენარებს იუწყებოდა და ნამდვილი აპოკალიფსი მიიღეს საკუთარ პარტიაში”, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერის ინიციატივა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზაზე! როცა ხელოვნურად გაბერილი ფასები და კარტერული გარიგებების კვალი იკვეთება, სახელმწიფომ ასე უნდა იმოქმედოს

პრემიერ კობახიძის ზეაქტუალური ინიციატივა, კომპლექსურად დარეგულირდეს კოსმოსური ფასნამატები ქსელურ მარკეტებში, ბიზნესზე ზეწოლა კი არა, კარტელური მტაცებლებისგან მომხმარებელთა დაცვაა