რაც გუშინ სანდრო ბაზაძის მიმართ მოხდა, ძირს უთხრის ოლიმპიური თამაშების იდეას – რატი იონათამიშვილი

რაც გუშინ სანდრო ბაზაძის მიმართ მოხდა, ძირს უთხრის ოლიმპიური თამაშების იდეას – რატი იონათამიშვილი
რატი იონათამიშვილი სანდრო ბაზაძეს მხარდაჭერას უცხადებს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ ოლიმპიადა, პირველ რიგში, სამართლიანი თამაშის წესების დაცვას ემსახურება.
„რაც გუშინ სანდრო ბაზაძის მიმართ მოხდა, ძირს უთხრის ოლიმპიური თამაშების იდეას. დაუშვებელია, არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილებები გავლენას ახდენდეს შედეგზე. Georgian Paralympic Committee -ის სახელით ვუცხადებ მხარდაჭერას სანდროს და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას. მჯერა, სანდროს თავისი შთამბეჭდავი კარიერის მთავარი გამარჯვებები კიდევ წინ აქვს და, როგორც ჩანს, მეტოქეების გარდა, ცალკეული ბიუროკრატების დამარცხებაც მოუწევს. ის ამას ნამდვილად შეძლებს. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!“, – წერს დეპუტატი.
ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძემ პირველ შეხვედრაში მექსიკელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ტურნირის მერვედფინალში, ეგვიპტელ სპორტსმენთან, მსაჯების გადაწყვეტილებით 14:15 დამარცხდა.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ საერთაშორისო ორგანიზაციაში საჩივრის წერილი გაგზავნა.