,,რაც გუშინ მოხდა, ღიად ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას” – პაველ ჰერჩინსკი

,,რაც გუშინ მოხდა, ღიად ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას” –
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი სამწუხაროს უწოდებს პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მთავრობა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს.
“ვფიქრობ, დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. ვიხილეთ ბატონი კობახიძის განცხადება, რომ საქართველო დაინტერესებული არაა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაში მომდევნო 4 წელი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხაროა. რადგან მკითხეთ ჩემს პერსონალურ შეხედულებაზე, ჩემთვის ეს ნამდვილად გულსატკენია. მახსოვს ორი წლის წინ, როდესაც ჩამოვედი, ჩემმა უფროსმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ თქვა, რომ საქართველო ეკუთვნის ევროკავშირს, ევროკავშირი არ იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე. ეს იყო სიტყვები, რომლებიც უძღოდა ჩვენს მუშაობას გასული ორი წელი.
ძალიან ამაყი ვიყავი, რომ ჩვენ, როგორც ევროკავშირმა გადავწყვიტეთ კარი გაგვეხსნა საქართველოსთვის. ჩვენ მივანიჭეთ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და რაც გუშინ მოხდა, ღიად ეწინააღმდეგება საქართველოს წინა ხელისუფლების პოლიტიკას. რეალურად, ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას. როგორც მესმის, ეს ეწინააღმდეგება ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას.
თუმცა რა თქმა უნდა, საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანაა და საქართველოს გადასაწყვეტია სურს ევროინტეგრაცია თუ არა”, – თქვა ელჩმა.