ინგლისის ნაკრების მცველი ჯონ სტოუნსი “სამი ლომის” მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის მუშაობით აღფრთოვანებულია.
სტოუნსმა ლატვიასთან (5:0) გამარჯვების შემდეგ გერმანელ სპეციალისტზე ისაუბრა.
“ჩვენ რაღაც განსაკუთრებულს ვაშენებთ და ეს უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ მწვრთნელს სურდა, რომ ერთიანობა და გამარჯვების სურვილი კიდევ უფრო განევითარებინა, ვყოფილიყავით აგრესიულები და მაღალი პრესინგი გვეთამაშა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის ეს უცხო არ ყოფილა, რადგან კლუბებშიც ასე ვთამაშობთ.
წარმოუდგენელია, თუ როგორ მოახერხა მან და მისმა სამწვრთნელო შტაბმა ყველაფრის ასე მოკლე დროში შეცვლა. ამის ნაწილად ყოფნა ფანტასტიკურია”, – განაცხადა სტოუნსმა.
შეგახსენებთ, ინგლისის ნაკრებს ბოლო 6 მატჩიდან 6 გამარჯვება აქვს, თანაც ისე, რომ გოლი არ გაუშვია.
“ვადასტურებ, ამ ჩემპიონატში მუშაობა ჩემი ოცნებაა” – ლუჩანო სპალეტი
ოფიციალურად: ტუხელი სეზონის დასრულების შემდეგ “ბაიერნს” დატოვებს
ტუხელი “ბარსელონას” შესთავაზეს
მორიგი შეცვლილი გადაწყვეტილება – დიდი ალბათობით, ტუხელი “ბაიერნს” აღარ დატოვებს
ტუხელს მხოლოდ პრემიერლიგაში მუშაობა სურს
არტეტა: ტუხელის დიდი გულშემატკივარი ვარ, მისგან ბევრი რამ ვისწავლე – “ბაიერნს” უნდა ვუფრთხილდეთ
შოტლანდია და ესპანეთი – გარეთ საუთგეიტის ბოლო ორი შანსი
ცნობილია, ვინ შეცვლის ერიკ ტენ ჰაგს, თუ მას “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაათავისუფლებენ
