რაც არ უნდა სპეკულაციები და სიბინძურე მოვისმინოთ, საპარლამენტო არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩატარდება –

თბილისის მერი, “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას გამოეხმაურა, რომელთა წარმომადგენლები საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოყვანას ითხოვენ.
კალაძის შეფასებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და ყველა პარტიას საარჩევნო კამპანიის თანაბარ პირობებში წარმოების შესაძლებლობა ექნება.
“ჩვეულებრივი სპეკულაციებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გრძელვადიანი დამკვირვებლებიც ჩამოვლენ და არჩევნებიც ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდება. ეს, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესში შედის, რომ არავის მიეცეს იმის შესაძლებლობა, რასაც კადრულობდნენ 2020 წელს – გახსოვთ ყველას, როგორ გააყალბა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” (ISFED) პარალელური დათვლის შედეგები იმისთვის, რომ ქვეყანაში რევოლუცია და გადატრიალება მოეწყოთ. ვინ აფინანსებდა და საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი, საზოგადოებამ იცის. რაც არ უნდა სპეკულაციები, ზოგიერთი ე.წ. ევროპარლამენტის მხრიდან სიბინძურე და მსგავსი განცხადებები მოვისმინოთ, ქვეყანაში შენარჩუნდება მშვიდობა, სიმშვიდე. არჩევნები ჩატარდება უმაღლეს დონეზე, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია აწარმოოს,” – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია სოფლის მეურნეობის დარგში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ამ მიმართულებით, სერბებს და ქართველებს შორის წარმატებებს მივაღწიოთ

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ ძლიერ ზეწოლას გავუძელით. იყო შემოტევა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროცესებში. ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი