“რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ” – იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 1000 ქულიანი ტურნირი გაიმართა. რა თქმა უნდა, გამარჯვება იტალიელმა იანიკ სინერმა არავის დაუთმო. ფინალურ შეხვედრაში იტალიელმა ფელიქს ოჟე ალიასიმი 6:4 7:6 დაამარცხა.
ფელიქსი ბრწყინვალე ფორმაში გახლდათ, თუმცა ფინალში იანიკი ფაქტობრივად უშეცდომო იყო, შეხვედრა სინერის ბრეიკით გაიხსნა, ამით უპირატესობა სტარტზევე მოიპოვა, და სეტიც 44 წუთში დახურა. მეორე სეტში კი მოგებული მეტოქის ჩაწოდება აღარ გვინახავს, ყველაზე ახლოს მაინც იტალიელი გახლდათ, თუმცა კანადელმა მე-7 გეიმში 3 შანსიდან სამივე მოიგერია და საქმე დაიბრეიკამდე მივიდა, იქ კი 1 ართმეული მეტოქის ჩაწოდება, 7:4 და იანიკი ჩემპიონი გახდა.
„ეს მართლაც შესანიშნავია! ფინალი წარმოუდგენლად დაძაბული იყო. ჩვენ ორივემ ვიცოდით, რა იყო სასწრორზე. მისი მდგომარეობა ახლა ძალიან რთულია, ჩემთვის კი გამარჯვება სიხარულია,“ თქვა სინერმა კორტზე, თვალებში ნათელ ემოციებთან ერთად.
„გავლილი რამდენიმე თვე საოცარი იყო. ყოველდღე ვცდილობდით რაღაც ახლის დასწავლას, ვაკეთებდით მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს უკეთეს მოთამაშედ გახდომისთვის. შედეგების ასეთი გამოვლინება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბედნიერებაა ჩემს კარიერაში. მეორე ტიტული წელს! ეს წელი უბრალოდ განსაკუთრებული იყო, და ახლა, რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ.“
ჩემპიონმა ბერგსის, სერუნდოლოს, შელტონის, ზვერევისა და ალიასიმის თამაშები ერთი ამოსუნთქვით გაიარა, სეტიც კი არ დათმო და დამსახურებულად მამაკაცთა თანრიგში 1-ელ პოზიციაზე დაბრუნდა. მოგეხსენებათ, ალკარასი კამერონ ნორისთან პირველ წრეში მოულოდნელად დამარცხდა, ესპანელმა 6:4 3:6 4:6 წააგო და ასპარეზობას ნაადრევად დაემშვიდობა.
ამ მომენტისთვის იანიკს 11500 ქულა აქვს, ალკარასს კი – 11250. 9 ნოემბერს ტურინში ყოველწლიური შემაჯამებელი ტურნირი დაიწყება, სადაც ესპანელს 200 ქულა აქვს დასაცავი, ხოლო იტალიელს – 1500. სარეიტინგო ქულების დათვლის სისტემიდან გამომდინარე, თუ კარლოსი ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრას მოიგებს, წელიწადს 1-ელ ადგილზე დაასრულებს. მოგეხსენებათ, გასულ წელს ალკარასის ანგარიშზე 2 წაგება და 1 მოგება გახლდათ.
უდიდესი სენსაცია პარიზში – ალკარასმა ნორისთან წააგო
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა – ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში – ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა