რაში ხარჯავდნენ ტურისტები ყველაზე მეტს საქართველოში?

თიბისი კაპიტალმა ტურიზმის სექტორის მიმოხილვა განაახლა. აღმოჩნდა, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში საერთშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 826 მლნ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 2.3%-იანი ზრდაა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსავლები 808 მლნ დოლარი იყო.
მიმოხილვის თანახმად, 2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში ლიდერობს – 142 მლნ აშშ დოლარით. ხოლო შემოსავალმა თურქეთიდან 107 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის რეზიდენტების დანახარჯები მიმდინარე პერიოდში 103 მლნ აშშ დოლარს უტოლდება.
2024 წელს საერთშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 7.3%-ით გაიზარდა და 4.4 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. შარშანდელი მაჩვენებლით, რუსეთის წილი ჯამურ შემოსავლებში 19%-ია, თურქეთის – 14%, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წილი 13%-ია, ხოლო ს – 10%. ამ ქვეყნების ჯამური წილი მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ნახევარზე მეტია.
რაც შეეხება, დანახარჯების სტრუქტურას, კაპიტალის დათვლით, 2025 წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ვიზიტორების ხარჯვებში იკვეთება სამი ძირითადი კატეგორია: 26% – შოპინგზე, განთავსების საშუალებებზე და საკვებსა და სასმელზე – 24-24%, კულტურა, სპორტი, რეკრეაცია – 16%, ხოლო ადგილობრივი ტრანსპორტი – 9%.
2025 წლის პირველ კვარტალში, განთავსების საშუალებებში გათეული ღამეების მიხედვით სასტუმროები 37%-ს იკავებს, ხოლო 25% ნაქირავებ სახლზე ან ოთახზე მოდის. ვიზიტორები გათეული ღამეების 24%-ს მეგობართან ან ნათესავთან, ხოლო 11%-ს საკუთარ სახლში ატარებენ.