2025 წელს ქალაქ თბილისის ბიუჯეტი 2.3 მილიარდი ლარია. ეს არის ის თანხა, რაც წელს თბილისის მთავრობამ უნდა დახარჯოს. 2024 წელთან შედარებით ბიუჯეტი 9.3%-ით, 194 მლნ ლარით არის გაზრდილი. ბოლო 10 წელიწადში თბილისის ბიუჯეტი თითქმის 2.5-ჯერ გაიზარდა. ამჟამად არსებული თბილისის ბიუჯეტის კანონპროექტით, 2025 წელს თბილისის მთავრობა 2.3 მილიარდ ლარს დახარჯავს, თუმცა ეს რიცხვი შეიძლება შეიცვალოს. წარმოგიდგენთ, თუ რითი ივსება და რაში იხარჯება თბილისის ბიუჯეტი.