,, რაღაც სისულელეებს იძახიან, პნევმატური იყო ნასროლიო და სულელი არავინ არ არის…” – კურიერების სოლიდარობის აქცი

ერთი ბოთლი ლუდის გამო დაჭრილი კურიერის, თემო სიგუას კოლეგებმა შემთხვევის ადგილზე სიმბოლურად ლუდი მიიტანეს.
,,გუშინწინდელის გამო, სიმბოლურად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოგვეტანა ეს და ვაპირებთ დადებას აქ. ამის გამო ლამის კაცი მოკლეს და რაღაც სისულელეებს იძახიან, პნევმატური იყო ნასროლიო და სულელი არავინ არ არის…
…ერთი ბოთლი ლუდის გამო ადამიანს არ უნდა ეშინოდეს სახლიდან რომ გამოდის, რომ დღეს ისეთი მომხმარებელი შეხვდება, რომ ჩამოვა, ეჩხუბება, დედას შეაგინებს და შემდეგ იარაღს ესვრის, ამის გამო. კურიერებს არ გვაქვს უფლება, რომ გავხსნათ და ჩავიხედოთ და ისე მივუტანოთ, არ გვაქვს უფლება, კონტრაქტში ასე გვიწერია. აქ მომავალი თაობა – სტუდენტები მუშაობენ, ძალიან ბევრი ადამიანი თავის სწავლას აფინანსებს და არ უნდა ეშინოდეს, რომ ამ სამსახურში რომ დაიწყებს მუშაობას, ისეთი მომხმარებელი შეხვდება, რომ პატარა მიზეზს მოუძებნის, შეაგინებს, სცემს და მერე ესვრის. ჩვენ, რაც შეგვიძლია, სოლიდარობა გამოვხატეთ”

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?