ჟურნალისტი ვიკა ბუკია:
,,იმედზე გავიდა სიუჟეტი დიფ სთეითზე, სადაც ტრამპი ლენჩადაა გამოყვანილი, დიფ სთეითის მსხვერპლიაო.
მასკი – ეშმაკად. მარა ჩაუვარდა გეგმაო.
ირაკლი ჩიხლაძემ ასე წარადგინა სიუჟეტი: ზაზა შათირიშვილმა დაწერა დიფ სთეითზე იმდენად მაგარი წერილიო, რომ დაჟე ექსპერტ ხალხის ძალის წევრ დავით ქართველიშვილს მოუნდა მოსაზრების გამოთქმაო (ანუ ხვდებით რა გარღვევაა?) და მეტიც, ხალხნო, ცოტნე გეგეჭკორმა სიუჟეტი გაუკეთაო. არ მჯერა რომ ეგეთი მაგარი წერილი დაწერაო.
ჰოდა დაიწყო სიუჟეტი და ტრამპი შეგეცოდება ისეთი დაგოიმებული ყავს თურმე დიფ სთეითს. ვერც ერთი სიტყვა ვერ მეყოფა აღვწერო სიუჟეტში ისეთები ხდება. რაღაც სიგიჟეებს ყვებიან, ცოდვის ტრიალია. მუსიკა ადევს შემზარავი და რაღაც ხელი ჩანს კადრში რომლის თითები მარიონეტულად ათამაშებს მთელ მსოფლიოს. ამ დროს შემორბის მასკი კადრში ხარხარით და ტრამპი მოსაწყლებული დადის, შეგეცოდება. მერე ჩნდება ვატო შაქარიშვილი, ცოტნე გეგეჭკორს ეწუწუნება ელჯიბიტის გაბატონება უნდათ, რა გვეშველებაო (ცოტნეს ხალხნო). მერე ჩნდება ხალხის ძალის ექსპერტი ქართველიშვილი , რომელსაც შათირიშვილის წერილის შეფასებაც კი მოუნდა (არადა, სიტყვაძუნწია) და იქვე ზაზა შათირიშვილი, მთლად წერილის ავტორი და ორივე აპოკალიფსს პროგნოზირებენ.
მარიამ ლაშხი და მისი დედაა მოსაკითხი. მაგ ოჯახს მართლა ჯერა ამის და ალბათ ახლა წნევა ექნება ორივეს“
