“რაღაც სასწაული ხალხია ჩვენი სინდისის პატიმრები და მათი ოჯახები” – რას წერს ანაკო ტურაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ანაკო ტურაშვილი:
შუაში მზესუმზირებით ქალბატონი ნანი წულაიაა, 21 წლის გიორგი მინდაძის დედა. დღეს დაბადების დღე აქვს.
გიორგის, 21 წლის ბიჭს, სამედიცინოს სტუდენტს, 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, აქციაზე პიროტექნიკის სროლისთვის, ამ პიროტექნიკით არავინ დაზიანებულა. უსამართლობის შეგრძნებით გამწარებულები სასამართლოს დერეფნებში და ეზოში ერთმანეთს ვასკდებოდით, ვტიროდით და ვყვიროდით. ფოტო/ვიდეოს გადაღებაც კი აკრძალული გვაქვს, ეზოშიც. ამ დროს ყველა ნანის ვეხუტებოდით რომელიც ყვიროდა: “ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგადაა, არ იტიროთ, ნახეთ რამდენი სტუმარი მოხვედით ჩემს დაბადების დღეზეო!” ეზოში თითქმის ერთი საათი მიმდინარეობდა ხელჩართული ბრძოლა აბსურდის მცველებთან. ყველას ერთმანეთი გამოყავდა, რადგან ამ დროს თუნდაც შემთხვევით ხელი რომ მოარტყა ვინმეს 7 წელი ციხეა. და არასოდეს დამავიწყდება, როგორ შემოვარდა ქალბატონი ნანი, რომლის შვილსაც რამდენიმე წუთით ადრე 5 წელი მიუსაჯეს და როგორ ყვიროდა: “წავედით ჩემებო, თქვენ ჩემი სტუმრები ხართ, წავიდეთ ჩვენს სახლში რუსთაველზე, დაანებეთ თავი” ვიდექი და ვფიქრობდი, რამხელა ადამიანი ხარ, როცა ასეთ მომენტში ფიქრობ ვინმეს ხელი არ სტაცონ, არ დაიჭირონ და როცა სხვას ეუბნები “ნუ ნერვიულობ, ნუ გეშინია, მაგრად უნდა ვიყოთ”.
რაღაც სასწაული ხალხია ჩვენი სინდისის პატიმრები და მათი ოჯახები.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს