რაქვიაშვილი: „ლელოს“ მათემატიკასთან ქრონიკული პრობლემა რომ აქვს, ეს ისედაც ცნობილია

„ლელოს“ მათემატიკასთან ქრონიკული პრობლემა რომ აქვს, ეს ისედაც ცნობილია, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
დეპუტატი ბოლო პერიოდში „ლელოს“ მიერ გაჟღერებულ ინიციატივებსა თუ დაპირებებს გამოეხმაურა.
„ჯერ იყო, „ქართულმა ოცნებამ“ კანონი მიიღო ანაზღაურებად სტაჟირებაზე და „ლელომ“ გაიმეორა. პენსიები ყოველ წელს ინდექსირდება ინფლაციის ოდენობაზე, შეიძლება ის არ იყოს რაც ზოგადად გვინდა, მაგრამ ტექნიკურად ყოველ წელს იზრდება, ამიტომ, როგორც ჩანს ეს გარემოებაც მოსწონს ხაზარაძეს. „ლელოს“ მათემატიკასთან ქრონიკული პრობლემა რომ აქვს ეს ისედაც ცნობილია“, – აღნიშნა დეპუტატმა.
„ლელოს“ ლიდერი ხელისუფლების მიერ პენსიის დაპირებულ ზრდას მოითხოვს. მმართველ გუნდში ხაზარაძის ამ განცხადებას პოპულიზმს უწოდებენ და ახსენებენ, რომ პენსია ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორ გინდა მოერიო ამ ხალხს, რაც არ უნდა ფული დახარჯო და მოისყიდო უსამშობლო ადამიანები – გამოჩნდა ერთი ქართველი, რომლის უდიდესი ძალისხმევით ჩვენი სამშობლო გადაურჩა იმ გამოწვევებს, რაც დღეს მსოფლიოშია

საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება