რაფოღლუ: კონგრესი „მეგობარი“ აქტს კენჭს თვის ბოლომდე უყრის

ჟურნალისტი ალექს რაფოღლუ, რომელიც ვაშინგტონში სამხრეთ კავკასიის საკითხებზე მუშაობს, სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მისი წყაროების ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ინიციირებულ MEGOBARI აქტს, რომელიც რუსული კანონის დამტკიცების გამო „ქართული ოცნებისთვის“ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, კენჭს თვის ბოლომდე უყრიან.
ალექს რაფოღლუ წერს, რომ დოკუმენტს კონფრესში 10 ივლისს განიხილავენ, დებატები და კენჭისყრა კი ივლისის ბოლომდეა დაგეგმილი.
ამერიკის კონგრესის ორივე პალატაში საკანონმდებლო ინიციატივებია წარდგენილი, რომლებითაც სენატორები და წარმომადგენელთა პალატის წევრები ქართველი ხალხის დასავლურ მისწრაფებას მხარდაჭერას უცხადებენ. მმართველი გუნდის წევრებს კი დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ ქმედებებზე პასუხისმგებელობის დასაკისრებლად, შეზღუდვებს უწესებენ.
კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც კონგრესის ქვედა პალატაში „მეგობარი აქტი“ წარადგინა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ამერიკელი კანონმდებლების რეაგირების უმთავრესი მიზანი ისაა, რომ ქართველ ხალხს სიტყვის თავისუფლება და საერთოდ, თავისუფლად ცხოვრების საშუალება ჰქონდეს.
Fox News წერს, რომ MEGOBARI აქტი მოითხოვს სავიზო შეზღუდვების დაწესების დაუყოვნებლივ განხილვას საკვანძო პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ვინც არიან პასუხისმგებელი პარლამენტში რუსული კანონის ადვოკატირების, მიღებისა და პოტენციურად მის ამოქმედებაში.
გამოცემის ცნობით, კანონპროექტი ეხება ქვეყნის პოლიტიკური ლიდერებისა და მთავრობის წევრების სანქცირებას ისევე როგორც ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის და სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებისთვის შეზღუდვების დაწესებას.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მისი ამოქმედებიდან 60 დღეში სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გამოავლინოს საკვანძო ფიგურები საქართველოს მთავრობაში ან მუშაობენ მისთვის ან/და მთავრობის ქმედებებზე აქვთ გავლენა და ატარებენ პასუხისმგებლობას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ქვეყნის უსაფრთხოების დაზიანებაზე.
გარდა აღნიშნული პირების იდენტიფიცირებისა, კანონპროექტი ასევე მოუწოდებს აღმასრულებელ ხელისუფლებას მოამზადოს ანგარიში სთან დაკავშირებული სანქციების გვერდის ავლაზე საქართველოში ისევე როგორც შეისწავლოს რუსული გავლენა ქვეყანაში:
„არაუგვიანეს 90 დღისა „მეგობარი“ აქტის მიღებიდან, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა სახელმწიფო დეპარტამენტთან თანამშრომლობით უნდა წარმოუდგინოს კონგრესს ანგარიში საქართველოში რუსული და ჩინური გავლენების შესახებ,“ — წერია დოკუმენტში.
მეორე მხრივ, კანონპროექტის მიხედვით, თუ საქართველო ძირითად პოლიტიკურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის -ში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და „მყარი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გახსნაზე მოლაპარაკებების დაწყებას.
ამ თემაზე: აშშ-ში საქართველოსთვის სავიზო და სავაჭრო ლიბერალიზაციას განიხილავენ, თუ თბილისი ანტიდემოკრატიულ სვლას შეწყვეტს – POLITICO

ასევე დაგაინტერესებთ

ბუდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა

კახა კალაძე – სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხელისუფლებას პირდაპირ აშანტაჟებდნენ კაბინეტებში, ხელების გადაგრეხვის შემთხვევა იყო, რომ ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი და მიერთებოდა სანქციებს