რაფინიას ბენეფისი “სევილიასთან” – “ბარსელონამ”უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

ლა ლიგის 28-ე ტურში “ბარსელონამ” “სევილია” 5:2 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ტაიმი ჰანსი ფლიკის გუნდის დიდი უპირატესობით წარიმართა. მე-9 და 21-ე წუთებზე რაფინიამ ორჯერვე პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. 38-ე წუთზე დანი ოლმომ სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა. პირველი ტაიმის მიწურულს ოსომ სხვაობა შეამცირა.
51-ე წუთზე რაფინიამ ჰეთ-თრიქი შეასრულა, მე-60 წუთზე თავის გამოჩენა ჟოაო კანსელომაც მოახერხა.
92-ე წუთზე ჯიბრილ სოუმაც გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, “ბარსელონა” 70 ქულით ლა ლიგას ლიდერობს და უახლოეს მდევარ მადრიდის “რეალს” 4 ქულით უსწრებს. ჰანსი ფლიკის გუნდი მორიგ შეხვედრას 18 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ნიუკასლის” წინააღმდეგ გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯეი დი ვენსი ორბანზე – მსურს, საარჩევნო პერიოდში მას დავეხმარო – არ მაქვს მოლოდინი, რომ უნგრელი ხალხი მომისმენს, მაგრამ მინდა, სიგნალი გავუგზავნო ბრიუსელში ბიუროკრატებს, რომლებიც ცდილობენ უნგრელები დაჩაგრონ