რაფაჰში მდებარე სახლზე ისრაელის თავდასხმას 14 პალესტინელი შეეწირა, მათ შორის – 2 წლის გოგონა

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ღამით, რაფაჰში მდებარე სახლზე ისრაელის არმიის თავდასხმას 14 პალესტინელი შეეწირა, მათ შორის – 2 წლის გოგონა. არიან დაშავებულებიც.
დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთში, პალესტინელებს დაბრუნების უფლებას არ მისცემენ, ვიდრე იქ ბრძოლა გრძელდება. ამის შესახებ განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო კანონმდებლობას შეესაბამება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ასევე განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებები ღაზის სექტორში არ შეწყდება, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, სადაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას