რაფაჰში, ისრაელის იერიშის შედეგად, „ისლამური ჯიჰადის“ დაზვერვის მეთაური დაიღუპა

რაფაჰში, ს იერიშის შედეგად, “ისლამური ჯიჰადის” დაზვერვის მეთაური დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ოსამა გადალას ლიკვიდაცია დრონის გამოყენებით განხორციელებული დარტყმის შედეგად განხორციელდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ისლამური ჯიჰადის” სამხედრო დაზვერვის მეთაური, ოსამა გადალა 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდა.
ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში, ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორში 40-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – პარტნიორების შეფასებები ძალიან მძიმე იყო – ერთ-ერთი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ თუ “ქართული ოცნება“ ზეწოლასა და რუსული გავლენის გააქტიურებას გააგრძელებს, საქართველო ბელარუსი გახდება