რაფაჰიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს

ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რაფაჰიდან თასობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს.
მედიის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ შეშინებული ოჯახები ქალაქს ფეხით, ოთხთვალებით, ველოსიპედებით ან ავტომობილებით ტოვებენ.
რაფაჰიდან მოსახლეობის ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც დღეს დილით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქის აღმოსავლეთ უბნების მცხოვრებლებს და იქ მყოფ დევნილებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა კი გუშინ განაცხადა, რომ რაფაჰში სამხედრო ოპერაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.
ისრაელის გადაწყვეტილებას, შესაძლოა, ხელი შეუწყო გუშინ რაჰაფიდან კერემ შალომის საკონტროლო-გამშვები პუნქტთან ახლოს მდებარე ისრაელის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულმა სარაკეტო თავდასხმამ, რის შედეგადაც ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!