რაფაჰზე ისრაელის იერიშის გამო ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა

ევროკავშირის მინისტრებმა 7 მაისს შეშფოთება გამოთქვეს ღაზის სექტორში, ქალაქ რაფაჰზე ს არმიის თავდასხმის გამო.
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა თქვა, რომ ამას შეიძლება „დიდი მსხვერპლი“ მოჰყვეს.
ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის განვითარების მინისტრმა კაროლინ გენესმა განაცხადა, რომ რაფაჰზე ისრაელის იერიში „წითელი ხაზის“ გადალახვაა და „სანქციები მაგიდაზე უნდა იყოს“, როგორც საპასუხო ზომა. რაფაჰში ისრაელის ჯარის შესვლიდან რამდენიმე საათში მან თქვა, რომ ქალაქზე იერიში „შიმშილით საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანს.“
ბელგიელი მინისტრი მიიჩნევს, რომ სრულიად აშკარაა, “ღაზაში საერთაშორისო სამართალს არ იცავენ“. გენესმა მოუწოდა თავის კოლეგებს ევროკავშირში, ერთხმად მიიღონ გადაწყვეტილება და შეწყვიტონ „ახლო აღმოსავლეთში, ისრაელსა და მეომარ ქვეყნებში იარაღის ექსპორტი.“
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა, რომელიც განვითარების მინისტრების შეხვედრას თავმჯდომარეობს, განაცხადა, რომ „ღაზაში არ არის უსაფრთხო“ ზონა, სადაც შეეძლებოდათ პალესტინელ მშვიდობიან მოქალაქეებს გაქცევა და აღნიშნა, რომ მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში „600 ათასი ბავშვია.“
ბორელის თქმით, ევროკავშირმა და -მა მიმართეს ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ს, თხოვნით, ნუ გააგრძელებს სახიფათო იერიშს რაფაჰზე. მაგრამ იერიში მაინც დაიწყო, – თქვა ბორელმა, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა, რომ ამ იერიშს მოჰყვება „დიდი მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში“.
ღაზაში ომი ისრაელმა წამოიწყო აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად გამოცხადებული ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ ისრაელზე, რასაც 1200-მდე პირი ემსხვერპლა, ხოლო 250 ადამიანი მძევლად აიყვანეს.
ამის შემდეგ ისრაელის საჰაერო და სახმელეთო იერიშებს ღაზის სექტორზე 34 ათას ადამიანზე მეტი ემსხვერპლა. 6 მაისს საღამოს, ჰამასმა განაცხადა, რომ აცნობა ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებაზე შუამავლებს, ეგვიპტეს და კატარს, რომ თანახმაა ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე, რასაც მოჰყვა რაფაჰის მოსახლეობაში ზეიმი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ წინადადება „შორსაა ისრაელის ძირითადი მოთხოვნებიდან, მაგრამ მთავრობა გააგზავნის მოლაპარაკებაზე წარმომადგენლებს, რათა „ამოიწუროს შეთანხმების მიღწევის პოტენციალი“.

ასევე დაგაინტერესებთ