რაფაზე ისრაელის საჰაერო იერიში აძლიერებს შიშს სახმელეთო ოპერაციის შესახებ

10 თებერვალს ისრაელმა ინტენსიური საჰაერო იერიში მიიტანა ღაზის ქალაქ რაფაზე, რომელსაც თავს აფარებს მოსახლეობის დიდი ნაწილი.
მანამდე, პრემიერ-მინისტრმა მ თავის სამხედროებს უბრძანა, “მოემზადონ ოპერაციისთვის” ამ სამხრეთით მდებარე, სასაზღვრო ქალაქში, რომელიც პალესტინელებისთვის უკანასკნელ თავშესაფრადაა ქცეული.
გავრცელებული შეფასებით, რაფას თავს აფარებს 1,3 მილიონი ადამიანი. ნეთანიაჰუს მხრიდან ჩაფიქრებულ შეტევას მწვავე კრიტიკა მოჰყვა უფლებადამცველი ორგანიზიების და ვაშინგტონის მხრიდან. პალესტინელები ამბობენ, რომ გასაქცევი აღარსად რჩებათ.
თვითმხილველები 10 თებერვლის დილით იუწყებოდნენ ახალ დარტყმებზე რაფაზე, ს არმიამ გააძლიერა საჰაერო რეიდები. პალესტინელებში მატულობს შიში, რომ განხორციელდება სახმელეთო ოპერაციაც.

ასევე დაგაინტერესებთ