რაფაელ ვარანმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ ვარანმა 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.
მცველი კარიერის დასაწყისში, ფრანგული “ლანსის” ღირსევას იცავდა (2010-2011), მისი შემდეგი კლუბი მადრიდის “რეალი” იყო (2011-2021), ხოლო 2021 წლიდან ის “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებს შეუერთდა.
ბოლო პერიოდში ხშირიტრავმიანობის გამო ფეხბურთელის მომავალი ბუნდოვნად არაბეთისკენ მიგვანიშნებდა, თუმცა ვარანმა არჩევანი სერია ა-ში ახლადდაწინაურებულ “კომოზე” გააკეთა, თუმცა ვერადავერ შეძლო მწვანე მინდოზე დაზიანების გარეშე დაბრუნება. საბოლოოდ კი ფაბრიციო რომანომ ფრანგის შესახებ კარიერის დასრულება გვაცნობა.
რაფაელ ვარანის მონაგარი:
– 573 თამაში
– 26გოლი
– 8 საგოლა გადაცემა

– ერთა ლიგა
– 4 ჩემპიონთა ლიგა
– 3 სუპერთასი
– 4 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი
– 3 ლა ლიგა
– 3 ესპანეთის სუპერთასი
– კოპა დელ რეი
– FA თასი
– ლიგის თასი
მომზადებულია გიორგი ყარმაზანაშვილის მიერ