რაფაელ გროსი – ირანი წარმოაჩენს სახეს, რომელიც სრულიად გამჭვირვალე არ არის, როდესაც საქმე მის ბირთვულ საქმიანობას ეხება

ირანი თავის ატომურ პროგრამასთან დაკავშირებით სრულიად გამჭვირვალე არ არის, – ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ დუბაიში, მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ირანი სახეს წარმოაჩენს, რომელიც სრულიად გამჭვირვალე არ არის, როდესაც საქმე მის ბირთვულ საქმიანობას ეხება. რა თქმა უნდა, ეს საფრთხეებს ზრდის. ატომურ იარაღზე სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ, მათ შორის ირანშიც. ძალიან მაღალი თანამდებობის პირმა თქვა, ფაქტობრივად, ყველაფერი გვაქვს, უბრალოდ დანაწევრებულიო. კარგი, გთხოვ, გამაგებინე, რა გაქვს“, – განაცხადა რაფაელ მარიანო გროსიმ.
გროსიმ ოფიციალური პირის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა კვირას, ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ერთ-ერთ გადაცემაში, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალი აკბარ სალეჰმა განაცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღის შესაქმნელად რაც საჭიროა, ყველაფერი აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადი იყო, როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი? – რიგითმა მოქალაქემაც უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ეკლესიის შეურაცხყოფას, პატრიარქის გინებას, რევოლუციურ სცენარს