რაფაელ გროსი – ირანი გამდიდრებული ურანის წარმოებას, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში შეძლებს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, ირანი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში შეძლებს გამდიდრებული ურანის წარმოების დაწყებას იმ ზიანის მიუხდავად, რაც ქვეყნის ბირთვულ ობიექტებს -ისა და ს თავდასხმების შედეგად მიადგა.
„მათ შეუძლიათ, ვიტყოდი, რომ რამდენიმე თვეში, ან უფრო ნაკლებ დროში, ცენტრიფუგის რამდენიმე კასკადის ამოქმედება და გამდიდრებულ ურანის წარმოქმნა, ან უფრო ნაკლებს“, – განაცხადა გროსიმ CBS News-თან ინტერვიუში.
კითხვაზე, აქვს თუ არა სააგენტოს ინფორმაცია, გადაიტანა თუ არა, ან სად ირანმა დაახლოებით 400 კილოგრამი მაღალგამდიდრებული ურანი, რომელიც მას თავდასხმებამდე ჰქონდა, რაფაელ გროსიკმ უპასუხა :
„არ ვიცით, სად შეიძლება იყოს ეს მასალა. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი თავდასხმის დროს განადგურებულიყო, მაგრამ ზოგიერთი – გადაეტანათ“.