რაფაელ გროსი – გაერო-ს ზეწოლის მიუხედავად ირანი ურანის გამდიდრებას აგრძელებს

გაერო-ს ზეწოლის მიუხედავად ირანი ურანის გამდიდრებას აგრძელებს, – ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა.
„ეს შენელება და აჩქარება ციკლს ჰგავს, რომელიც ჩემთვის ფუნდამენტურ ტენდენციას, მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის მუდმივი ზრდის ტენდენციას, არ ცვლის“, – განაცხადა რაფაელ მარიანო გროსიმ.
გროსის თქმით, მომავალ თვეში ირანში ვიზიტს გეგმავს, ხოლო იქამდე რუსეთში ჩასვლა და ვლადიმერ პუტინთან ირანის, ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის საკითხის განხილვა სურს.
„რუსეთს ირანთან დაკავშირებით თავისი როლი აქვს. მან წარსულში, როგორც ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის ქვეყანამ თავისი როლი ითამაშა და ამჟამინდელ ვითარებაში, როდესაც ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა თითქმის მთლიანად დაშლილია, სიცარიელე რაღაცამ უნდა შეავსოს“, – აღნიშნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა.

ასევე დაგაინტერესებთ