რაფაელ გროსი – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების პირველი ჯგუფი ირანში დაბრუნდა და მუშაობას მალე გავაგრძელებთ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ სააგენტოს ინსპექტორები ირანში დაბრუნდნენ.
„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორების პირველი ჯგუფი ირანში დაბრუნდა და მუშაობას მალე გავაგრძელებთ“, – განაცხადა რაფაელ გროსიმ.
მისი თქმით, ირანში ბევრი ბირთვული ობიექტია, რომელთაგან ზოგიერთი სა და -ის მიერ დაიბომბა.
შეგახსენებთ, IAEA-ს ინსპექტორებმა ირანი ივნისში, ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანი ომის დაწყებამდე დატოვეს.