რაუფოღლუ: MEGOBARI ACT-ის განხილვა, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიწყება

Foreign Press USA-ის კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ კონგრესის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ MEGOBARI ACT-ის განხილვა, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიწყება.
-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიწყებს საქართველოს სანქციების კანონპროექტზე (იგივე MEGOBARI ACT-ზე) მუშაობას.
როგორც კონგრესის წყაროები მეუბნებიან, მასზე მუშაობა 10 ივლისს დაიწყება და განხილვა/კენჭისყრა მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება”. – წერს რაუფოღლუ X-ზე.
7 ივნისს ჰელსინკის კომისიამ რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ MEGOBARI აქტთან დაკავშირებით X-ზე დაწერა, რომ კანონპროექტის მიმართ კონგრესში მხარდაჭერა იზრდება.
“MEGOBARI აქტი” მოიცავს სანქციებს რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ასევე, კურსის ცვლილების შემთხვევაში, სამხედრო და სავაჭრო დახმარების პაკეტს და ვიზალიბერალიზაციას.