მომავალ კვირას, MEGOBARI აქტს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საბოლოო კენჭისყრაზე განიხილავენ. ამის შესახებ ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ X-ზე წერს.
“შესანიშნავი ამბავი!!! MEGOBARI აქტი, რომელიც წლის დასაწყისში წარადგინეს კონგრესმენმა ჯო უილსონმა და
კონგრესმენმა სტივ კოენმა წარადგინეს, ახლა წარმომადგენელთა პალატაში გადადის, რათა მომავალ კვირას საბოლოო კენჭისყრაზე განიხილონ.
კანონმდებლობა ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ პირების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას”, – წერს რაუფოღლუ.
GREAT NEWS!!! The MEGOBARI ACT, introduced by @RepJoeWilson and @RepCohen early this year, is now making its way to the House floor to be considered for final House vote next week The legislation calls for sanctions against those undermining Georgia’s democracy pic.twitter.com/xSlWNkUCp9 — Alex Raufoglu (@ralakbar) April 30, 2025
კანონპროექტის ავტორების თანახმად, „მეგობარი აქტი“:
· აინიციირებს აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობის სრულ გადასინჯვას, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის; მოითხოვს, პრეზიდენტმა დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და მათ ხელშემწყობებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კორუფციაში და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაყვანაში; მხარს უჭერს ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, როდესაც საქართველო საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს; გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის მუდმივი და უკანონო ოკუპაციის პირობებში; მხარს უჭირს სამოქალაქო საზოგადოებას.
· აინიციირებს აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობის სრულ გადასინჯვას, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის;
· მოითხოვს, პრეზიდენტმა დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და მათ ხელშემწყობებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კორუფციაში და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაყვანაში;
· მხარს უჭერს ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, როდესაც საქართველო საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს;
· გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის მუდმივი და უკანონო ოკუპაციის პირობებში;
· მხარს უჭირს სამოქალაქო საზოგადოებას.
ამავე თემაზე:
რა პროცედურებია დარჩენილი „მეგობარი აქტის“ საბოლოოდ მისაღებად
