რაუფოღლუ: 3 სენატორი ლობისტებმა შეიყვანეს შეცდომაში, თითქოს MEGOBARI Act მთელ ერს ასანქცირებს

ვაშინგტონში მომუშავე აზერბაიჯანელ-ამერიკელი ჟურნალისტის ალექს რაუფოღლუს თანახმად, -ის სამი სენატორი – მარკვეინ მალინი, მაიკ ლი და რენდ პოლი, რომლებიც MEGOBARI Act-ს აფერხებენ, ლობისტებმა შეიყვანეს შეცდომაში.
კერძოდ, ალექს რაუფოღლუ X-ზე წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ლობისტების მტკიცებით, MEGOBARI Act “მთელ ერს ასანქცირებს”.
“წყაროები მეუბნებიან, რომ სამივე სენატორი შეცდომაში შეიყვანეს ლობისტურმა ჯგუფებმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ MEGOBARI აქტი “მთელ ერს ასანქცირებს”. ეს არასწორია”, – წერს ალექს რაუფოღლუ.