ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს ცნობით, ამერიკის შეერთბული შტატების სენატი MEGOBARI ACT-ს 27 მარტს განიხილავს.
MEGOBARI ACT-ი 11 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა გადაიდო.
“კანონპროექტის სენატის ვერსია ამ კვირის დასაწყისში წარადგინეს.
ის მოუწოდებს ამერიკის პრეზიდენტს, რომ დააწესოს სანქციები ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისა და მისი ხელშემწყობების წინააღმდეგ”, – აცხადებს ჟურნალისტი.
