რაუფოღლუ: მოსალოდნელია, კომიტეტმა MEGOBARI Act-ის განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყოს

Foreign Press USA-ის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ კონგრესიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მოსალოდნელია, -ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა MEGOBARI Act-ის განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყოს.
“სიახლე! მოსალოდნელია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი უახლოეს დღეებში განიხილავს კანონპროექტს საქართველოს წინააღმდეგ სანქციებზე (ე.წ. MEGOBARI Act-ს).
წყაროებმა კონგრესში მითხრეს, რომ ის ჩაინიშნება 10 ივლისს და მოსალოდნელია, რომ განხილვა/კენჭისყრა მიმდინარე თვის ბოლომდე მოხდება”, – წერს ის X-ზე.
NEW! U.S. House Foreign Affairs Committee is expected to take up the Georgia Sanctions Bill (aka MEGOBARI ACT) in a matter of days

It will be marked on July 10 and is expected to be discussed/voted by the end of this month, Congressional sources tell me… pic.twitter.com/OKUIGbtliY— Alex Raufoglu (@ralakbar) July 8, 2024