ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამუშაო თემა საქართველოა, საკუთარ X-ზე წერს, რომ კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა MEGOBARI აქტი მიიღო.
“კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ახლახან მიიღო MEGOBARI აქტი, რაც უახლოეს დღეებში წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრას გაუხსნის გზას”. – წერს რაუფოღლუ.
აქამდე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე MEGOBARI აქტთან დაკავშირებით კონგრესმენბმა ბილ კიტინგმა და ჯო უილსონმა ისაუბრეს.
“MEGOBARI აქტი” მოიცავს სანქციებს რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ასევე, კურსის ცვლილების შემთხვევაში, სამხედრო და სავაჭრო დახმარების პაკეტს და ვიზალიბერალიზაციას. ის ინიციირებულია კონგრესმენი ჯო უილსონის მიერ. ამ კანონპროექტის შესახებ ცნობილი პირველად 20 მაისს გახდა.
