რაუფოღლუ: დიდი ამბავია MEGOBARI Act-ისთვის! სენატში სამიდან ერთი ბლოკირება გაუქმდა

როგორც ჟურნალისტი ლექს რაუფოღლუ იუწყება, -ის სენატში MEGOBARI Act-ზე დაწესებული სამიდან ერთ-ერთი ბლოკირება გაუქმდა.
„ძალიან დიდი ამბავია MEGOBARI Act-ისთვის! სენატში სამიდან ერთი ბლოკირება გაუქმდა – წყაროები მეუბნებიან! წინ გავდივართ!“ – წერს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში.
MEGOBARI Act-ი არის ორპარტიული ინიციატივა, რომელიც საქართველოში რუსული გავლენის შემცირებას, ანტიდასავლური ძალების შეკავებასა და დემოკრატიის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ის ითვალისწინებს სანქციებს იმ პირების მიმართ, რომლებიც აშშ-ის შეფასებით, ხელს უშლიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში.