რაულ ცირეკიძე ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია

ლას-ვეგასში ვეტერან ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველოდან რაულ ცირეკიძემ იასპარეზა.
ვეტერანმა ძალოსანმა მწვრთნელის, დავით ხარატაშვილის ხელმძღვანელობით 110 კგ. წონითი კატეგორიის ატაცში 130 კილოგრამი დაძლია და მეორე ადგილი დაიკავა.
ცირეკიძემ აკვრაში თავი 157 კილოგრამს გაართვა და მესამე საფეხურზე გავიდა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 287 კილოგრამით ცირეკიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)