რაულ ქირია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის – „Milky Way Scientific Journal“ (აშშ) სარედაქციო საბჭოს წევრი გახდა

„ევროპის უნივერსიტეტის“ სტრატეგიული კომუნიკაციებისა და სტუდენტური სერვისების მიმართულებით ვიცე-რექტორი, რაულ ქირია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის – „Milky Way Scientific Journal“ () სარედაქციო საბჭოს წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, „Milky Way Scientific Journal (MWSJ)“ არის საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მკვლევრებს და პროფესორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
„ჟურნალი ხელს უწყობს გლობალურ თანამშრომლობას, ინოვაციური იდეების გავრცელებას და საინტერესო სამეცნიერო კვლევების გამოქვეყნებას.
რაულ ქირია ვიცე-რექტორის პოზიციას „ევროპის უნივერსიტეტში“ 2025 წლიდან იკავებს. იგი ამასთანავე არის ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე – თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა, სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება!

გია ვოლსკი – თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა – არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, არავითარი დანდობა!