ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში “რეალმა” “შტუტგარტს” საკუთარ მოედანზე 3:1 სძლია.
მატჩის საბოლოო შედეგი 95-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ენდრიკა დააფიქსირა, რომელიც ამ გოლით ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდული გუნდის რეკორდსმენი გახდა.
ენდრიკმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 18 წლისა და 58 დღის ასაკში გაიტანა, რითაც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც “ბლანკოსის” მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე შეუგდია.
აქამდე რეკორდი 18 წლისა და 113 დღის ასაკით რაულს ეკუთვნოდა.