რატომ ძვირდება წლიდან წლამდე ბიზნესისთვის გაზი?-“სოკარ გაზის” განმარტება

გაზის ფასი არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) აბონენტებისთვის არარეგულირებადია და იგი დამოკიდებულია გაზის ფასზე, დოლარის გაცვლით კურსსა და გაზის განაწილების ტარიფზე, რომელიც მოიცავს ასევე ინფრასტრუქტურაში განხორციელებულ ინვესტიციებს, – ამის შესახებ bm.ge-ის კომპანია “სოკარ გაზში” განუცხადეს.
ჩვენთვის გამოგზავნილ წერილობით პასუხში ვკითხულობთ, რომ კურსთაშორის სხვაობას მათ შორის განაწილების ტარიფი ემატება, რაც 2012 წლის მერე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.