რატომ ჩნდება შთაბეჭდილება, რომ გაკეთდა ყველაფერი იმისათვის, რომ ჩაკლულიყო პროტესტი?.. ვინც არ იყო ავანგარდში, რატომ არ იყო? – ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციას

რატომ ჩნდება შთაბეჭდილება, რომ გაკეთდა ყველაფერი იმისათვის, რომ ჩაკლულიყო პროტესტი?.. ვინც არ იყო არდში, რატომ არ იყო? – ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციას
ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს:
„ჩემო მეგობრებო, გეკითხებით, 26-ში, საღამოს 9 საათზე, რატომ იდექით გაოგნებული სახეებით, ვინც გაბედეთ და დადექით ეკრანების წინ და დანარჩენები საერთოდ არ ჩანდით საათების განმავლობაში, როცა აღმოაჩინეთ, რომ ხელისუფლებამ მიიტაცა. თქვენ ხომ ეს ყველამ იცოდით, რომ ყველაზე რეალისტური სცენარი იქნებოდა არჩევნების მიტაცება. რატომ არ იყავით ამ სცენარისთვის მზად. თუ ასეთი გულუბრყვილოები და არაკვალიფიციურები ხართ, მაშინ რა გინდათ პოლიტიკაში. თუ არ ხართ გულუბრყვილოები და ხართ კვალიფიციურები, კიდევ ერთხელ ვკითხულობ, რატომ არ დაუშვით ყველაზე რეალისტური სცენარი, რომ 26-ში, საღამოს 9 საათზე დაწყებულიყო მიტაცებული ხელისუფლების უკან წართმევის პროცესი.
ეს პირველი შეკითხვა, რატომ არ იყავით ამისთვის მზად და რატომ არ იყო დაგეგმილი 26-ში საღამოს 9 საათიდან მიტაცებული ხელისუფლების უკან დაბრუნების პროცესი. დღეს ვსაუბრობდი არაჩვეულებრივად ნიჭიერ და კვალიფიციურ ხალხთან პარლამენტის წინ აქციაზე, ერთი მხრივ, სასოწარკვეთილ და მეორე მხრივ, ბრძოლისთვის შემართულ ხალხთან. მეორე კითხვა და იმ ადამიანების კითხვაა ეს – რომ დავზუმოთ და ზემოდან დავხედოთ 26 ოქტომბრიდან 25 ნოემბრამდე გასულ ერთ თვეს. რატომ ჩნდება შთაბეჭდილება, რომ გაკეთდა ყველაფერი იმისათვის, რომ ჩაკლულიყო პროტესტი. რატომ ხდებოდა პროტესტის იმიტაცია მთელი ამ ერთი თვის განმავლობაში. ვკითხულობ და გამეცით პასუხი ამ ლეგიტიმურ კითხვაზე. ვინც არ იყო ავანგარდში, რატომ არ იყო? ესეც კითხვაა“(რეპორტიორი)

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს