რატომ შეხვდა და რაზე ილაპარაკეს გიორგი ვოლსკიმ და დავით ხიდაშელმა?

პარტია „დროამ“ გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვითაც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი შეხვდა ბიზნესმენ დავით ხიდაშელს. ვიდეო გადაღებულია გარეთ, კაფესთან, როდესაც ისინი ემშვიდობებიან ერთმანეთს.
„დროას“ მტკიცებით, ხიდაშელი ვოლსკის ს მარიონეტული რეჟიმის პოზიციებს აცნობდა, თუმცა, ამ საუბრის შინაარსის დამადასტურებელი არც აუდიო და არც ვიდეო მტკიცებულება არ არსებობს.
„იმედი LIVE“ ტელეფონით დაუკავშირდა გიორგი ვოლსკის, რომელმაც ხიდაშელთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა.
„დავით ხიდაშელი სადღაც ნანახი მყავდა, მაგრამ პირადი ურთიერთობა და საუბარი არასდროს მქონია. დამირეკა და მითხრა, რომ აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით აქვს ძალიან საინტერესო წინადადება. რასაკვირველია, უარი არ ვუთხარი, ისევე, როგორც ბევრ სხვას, ვისაც ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე მოსაზრება აქვს. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ რაიმე საინტერესო მოსაზრება გამიზიარა, უბრალოდ იკითხა, რამდენად შესაძლებელია 2011 წლის სააკაშვილის შეთანხმება რუსეთთან, შვეიცარიელების ჩართულობით, სატრანზიტო მოძრაობა საქართველო-ს მიმართულებით ყოფილიყო აღდგენილი. მეც ვუთხარი და არც ის არის უჭკუო კაცი და თვითონაც თქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა თუ არ არის ჩართული პროცესში, ორმხრივი მოლაპარაკება რუსეთთან ან მითუმეტეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან არის უპერსპექტივო თემა. ბევრი ხალხი იყო იქ კაფეში, შიგნით, ეტყობა ფოტო გადაიღეს, ტელეფონი ჰქონდათ ჩართული. დავით ხიდაშელს საკმაოდ ხმამაღალი საუბრის მანერა აქვს და რაღაც თემები წარმოიშვა საუბრის დროს, რომელიც ნებისმიერი ნორმალური დიალოგის დროს შეიძლება იყოს. ის სიტყვები, რომელიც იქ არის მოყვანილი, რომ რუსეთიდან რაღაც შემოდის ან მარიონეტულ რეჟიმთან კონფედერაციის თემაზე საუბრის შესაძლებლობა, ამასთან დაკავშირებით რაღაც თქვა, მაგრამ ამათ სურთ, წარმოაჩინონ, თითქოს რაღაც საკითხთან დაკავშირებით არათუ მსჯელობა, არამედ მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობდა კაფეში, მიმტანების და სხვა სტუმრების თანდასწრებით. აქ ერთი რამეა მნიშვნელოვანი: განა ხაზარაძემ არ იცის, რომ დამაზიანებელია მისთვის ლგბტ თემა, როდესაც ქართული ეროვნული ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე ბაქიბუქობს, ან განა არ იციან, რომ ჩემი და ხიდაშელის ლაპარაკი არაფერს ნიშნავს. უბრალოდ უნდათ, ისეთი სიტუაცია შექმნან, რომ ჩვენ ვართ დაპირისპირებული დასავლეთთან“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

,ჩვენ ვთანხმდებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ქართული ოცნების პრაგმატულად და სწორად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება არის შეუქცევადი პროცესი“

ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი-კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება