რატომ შეცვალეს კვარაცხელია? – მან კომენტარი გააკეთა

საქართველოს ნაკრები უკვე იმდენად მაღალი კლასის გუნდად მიიჩნევა, რომ ერთა ლიგაზე მასთან საკუთარ მოედანზე წაგება ალბანელებმა მტკივნეულად სულაც არ აღიქვეს. როგორც ირკვევა, ს ფეხი გადაუბრუნდა, კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო, ტკივილგამაყუჩებლით თამაშობდა და სავარაუდოდ, ამიტომ შეცვალა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 75-ე წუთზე.
Botasot-მა მატჩის შემდეგ კვარაცხელიას სახელდახელო ინტერვიუ ჩამოართვა და მისგან მასპინძელთა ნაკრების დიპლომატიურად შექება დიდ კომპლიმენტად ჩათვალა:
„კვარა“ აფასებს ჩვენს გუნდს, თამაში თანაბარი იყო, შორიდან გიორგი ქოჩორაშვილის გატანილმა გოლმა კი სავსე სტადიონი დაადუმა“, – წერს გამოცემა და ხვიჩას ციტირებს: „მეტოქეზე მხოლოდ
კარგი შემიძლია ვთქვა. გამარჯვება დავიმსახურეთ, მაგრამ ალბანეთი რთული მოწინააღმდეგეა. საპასუხო შეხვედრაში ფრთხილად უნდა ვიყოთ. რთული ჯგუფია და პირველი ადგილის დაკავება ნებისმიერს შეუძლია“.