რატომ შეიყვანა მიქაუტაძე “ლიონმა” დღევანდელი მატჩის განაცხადში?

დღეს „ლიონი“საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში რანგით მეოთხე დივიზიონის „ფენი ოლნუას“ გასვლაზე დაუპირისპირდება და მოულოდნელად სტუმართა გუნდის განაცხადში აღმოჩნდა გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ავად იყო და მისი წელს თამაში გამორიცხულად მიიჩნეოდა.
როგორც ირკვევა „ოლიმპიკს“ რიგი ფეხბურთელები ვერ დაეხმარებიან: გიფტ ორბანი, ვილფრიდ ზაჰა, დუე კალეტა-ცარი, ერნესტ ნუამა, ნიკოლას ტალიაფიკო, აგრეთვე ანტონი ლოპეში და პოლ აკუოკო.
მატჩი ქალაქ ვალანსიენის 24 926-იან „სტად დიუ ენოზე“ თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება (ფენი ოლნუას სტადიონი 2 300 მაყურებელს იტევს და სტანდარტებს არ შეესაბამება) და ვნახოთ მოუწევს თუ არა
ქართველს მოედანზე გასვლა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში