რატომ შეირჩა ბუდაპეშტი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ადგილად? – ტრამპის და ორბანის პასუხი

დღეს, უნგრეთი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რეალური შანსი არსებობს იმისა, რომ ამერიკა-ს მოლაპარაკებები მშვიდობას მოიტანს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„რატომ ბუდაპეშტი? მსოფლიოში ბევრი კითხულობს, თუ რატომ შეირჩა უნგრეთი ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ადგილად. პასუხი მარტივია: ჩვენ ერთადერთი ვართ ევროპაში, ვინც ჯერ კიდევ მშვიდობის გზას გადის. ჩვენ წლების განმავლობაში მშვიდობის მხარეს მტკიცედ ვდგავართ. დღეს, უნგრეთი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რეალური შანსი არსებობს იმისა, რომ ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებები მშვიდობას მოიტანს – სადაც, ევროპული პერსპექტივების გათვალისწინება შეიძლება ჯერ კიდევ შესაძლებელი იყოს. ბრიუსელმა თავი იზოლაციაში მოიქცია, მაგრამ ჩვენ მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ამასთან, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კითხვაზე, თუ რატომ შეირჩა ბუდაპეშტი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ადგილად, უპასუხა, რომ „უნგრეთი უსაფრთხო ქვეყანაა“.
„ჩვენ მოგვწონს. ის ლიდერია, რომელიც ჩვენ მოგვწონს. უნგრეთი უსაფრთხო ქვეყანაა. ის შესანიშნავად მართავს ქვეყენას. ვფიქრობ, ვიქტორ ორბანი კარგი მასპინძელი იქნება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ მას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უნგრეთში შეხვდება.