,,რატომ ფართხალებენ ხაფანგში აღმოჩენილი ქოცები სულ ტყუილად“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
,,რატომ ფართხალებენ ხაფანგში აღმოჩენილი ქოცები სულ ტყუილად. ერთი საკვანძო ფრაზა ბიბისის სტატიიდან:
“UN1710 იოლად დავადგინეთ — ეს არის ტრიქლორეთილენის (TCE) კოდი, გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკალებს წყალში გახსნაში ეხმარება. ამის შემდეგ გასარკვევი იყო, რომელ ნივთიერებას ხსნიდა ის. UN3439 ბევრად რთული იყო, რადგან ეს კოდი მოიცავს მრავალი საშიში ინდუსტრიული ქიმიკატის ჯგუფს.
ამ ჯგუფიდან ერთადერთი ქიმიკატი, რომელიც ოდესმე ყოფილა გამოყენებული მასობრივი არეულობის კონტროლის საშუალებად, არის ბრომბენზილციანიდი — იგივე კამიტე — მოკავშირეების მიერ შექმნილი პირველი მსოფლიო ომის დროს.“
ანუ, ბიბისიმ კამიტე ვერსიად დაასახელა იმიტომ, რომ ის ერთადერთი ქიმიკატი იყო ამ ჯგუფიდან, რომელიც ოდესმე ადამიანის წინააღმდეგ ყოფილა გამოყენებული!
ბიბისიმ ვერ დაუშვა, რომ ქოცები ისეთი ქიმიკატს გამოიყენებდნენ, რაც არასოდეს არ ყოფილა ადამიანის წინააღმდეგ გამოყენებული.
დიახ, ბიბისი შეცდა. ქოცები იმაზე უარესები არიან, ვიდრე ვინმემ შეიძლება წარმოიდგინოს და შეიძლება ისეთი ქიმიკატი გამოიყენეს, რაც სხვას არასდროს გამოუყენებია.
როცა ქოცები ამტკიცებენ, რომ კამიტე არ გამოუყენებიათ, ამით მხოლოდ ის მტკიცდება, რომ ყველაფერზე წამსვლელი უკონტროლო ნაძირლები არიან.”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…