საქართველოს ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ყოფილმა მწვრთნელმა და კვიპროსის ნაკრების თავკაცმა, თემურ ქეცბაიამ Crystalsport-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
“უკვე დაბეჭდილო ფეხბურთელები არიან. ფეხბურთელეს არ აქვთ ინდივიდუალიზმი და ფანტაზია. ფეხბურთელების უმეტესობა ხაზზე წინ და უკან დადის. ხალხს მოენატრა ისეთი ფეხბურთელების ნახვა, რომლებიც მეტოქეს ატყუებენ. კვარაცხელია შეუძლია ნებისემიერ მონაკვეთში, პატარა სივრცეში მოატყუოს და შექმნას მომენტი. ეგეთი მოთამაშე არის მესი, რომელსაც შეუძლია მოტყუება და შექმნა და დაახლოებით 5 ფეხვურთელი მსოფლიოში და ამ 5-ში კვარა ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს ყველაფერი რამხელა ბედნიერებაა ქართველებისთვის. როდესაც გაიგებენ რომ ქართველი ხარ, გესაუბრებიან კვარას შესახებ”. – გაბაცხადა ქეცბაიამ.