რატომ უნდა შეაგროვოთ ილუსტრირებული „მსოფლიოს ისტორიის“ ხუთტომეული

რა შეიძლება იყოს ჩვენი პლანეტის ისტორიაზე საინტერესო, მისი დაბადებიდან – დღემდე?
თუ მსოფლიოს ისტორიის იდუმალი წარსულის ამბები გიზიდავთ, გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ახალი პროექტი – ილუსტრირებული „მსოფლიოს ისტორიის“ ხუთტომეული აუცილებლად დაგაინტერესებთ.
ეს ეპიკური სერია არის შთამბეჭდავი გზამკვლევი ჩვენი სამყაროს თავგადასავლების შესახებ. ვრცელი და მრავალფეროვანი ტომები აღწერს ცივილიზაციის ფორმირებას, დიდ აღმოჩენებს, ომებისა და მშვიდობის პერიოდებს, მაღალი ხარისხის ფოტოებისა და ილუსტრაციების თანხლებით.
პირველ ტომში სიცოცხლის დაბადებისა და ევოლუციის სამყაროს გაეცნობით. გაიგებთ უძველესი ცივილიზაციების შესახებ, ეგვიპტის, საბერძნეთის, რომის და აღმოსავლეთის უძველესი კულტურების სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას აღმოაჩენთ, რომლებმაც თანამედროვე სამყაროს დაუდეს საფუძველი. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ისტორიულ თემატიკაზე ასეთი ყოვლისმომცველი და მრავალფეროვანი, ამავე დროს, მარტივი, ყველა ასაკის მკითხველისთვის გასაგები ენით დაწერილი, უხვად ილუსტრირებული გამოცემა სიახლეა ქართული წიგნის ბაზარზე.
მეორე ტომი შეეხება ამერიკის კონტინენტის და ოკეანეთის ისტორიას, ადრეული და გვიანი შუა საუკუნის ევროპისა და აზიის ქვეყნების ისტორიას, რელიგიათა წარმოშობას და ევროპულ რენესანსს.
მესამე ტომი შეეხება დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს, ინდუსტრიულ რევოლუციას, თანამედროვე ერების დაბადებას, ამერიკის ათვისებას, ამერიკისა და აფრიკის იმპერიების შექმნას, სამრეწველო რევოლუციას, რომელმაც სრულიად შეცვალა მსოფლიოს ხალხების ცხოვრება.
მეოთხე ტომში მსოფლიოს ისტორიის ისეთ უმნიშვნელოვანეს პროცესებს გაეცნობით. როგორებიცაა განმანათლებლობა და კოლონიალიზმი, რევოლუციები, აშშ-ის შექმნა.
მეხუთე ტომში კი კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი დაპირისპირებების – პირველი და მეორე მსოფლიო ომების ამბებს წაიკითხავთ, შემდგომ დამდგარი ცივი ომის პერიოდს, საბჭოთა კავშირის დაშლისას, პოსტსაბჭოთა ეპოქაში განვითარებულ ურთულეს პროცესებსაც გაეცნობით. ტომეული XXI საუკუნის გამოწვევებით სრულდება.
მსოფლიოს ეს ხუთტომიანი ისტორია ღირებული რესურსია ყველა ასაკის ისტორიკოსებისთვის, სტუდენტებისა და უბრალოდ ცნობისმოყვარე მკითხველებისთვის. მდიდრულად ილუსტრირებული და გასაგებად დაწერილი წიგნები, საუკუნეებსა და კონტინენტებზე გამოგზაურებთ, კაცობრიობის ისტორიის სიმდიდრეს გაგაცნობთ და სამყაროს ახლიდან აღმოგაჩენინებთ.
ხუთტომეულის პირველი წიგნი 29 იანვრიდან იქნება ხელმისაწვდომი და წიგნის სპეციალური ფასი ერთი კვირის განმავლობაში 18 ლარი იქნება.
წიგნის შეძენა შეგეძლებათ “ბიბლუსის” მაღაზიათა ქსელში ან პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში. ასევე, შესაძლებლობა გაქვთ, გახდეთ სერიის გამომწერი, ამისთვის დაგვიკავშირდით 032 2 47 00 45 ან ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://www.palitral.ge/subscriptions/80
(R)