– ნიკა კაცია: დედა, მიყვარხარ
– მარინა აფციაური: დედას იმედო – ნიკა კაცია: ეს არის რუსული რეჟიმი, ასე გამოიყურება როცა უდანაშაულო შვილი ვერ ხვდება დედას.
– კაცია: რატომ უნდა მომცეთ შენიშვნა, დედაჩემს მიყვარხარ-მეთქი რომ ვეუბნები? დედა არ გყავთ? ისედაც გავიგეთ თქვენი მხრიდან აგრესია და დედასთან კომუნიკაცია პირველად ხდება მინის გარეშე… – მოსამართლე: შეიკავეთ თავი – კაცია: თავი შეკავებული მაქვს. ჰუმანურობა ელემენტარული უნდა გაგაჩნდეთ, არაადამიანობა უკვე საკმარისად გაქვთ გამოვლენილი. ნუ მიწევთ წარბებს, არ მეშინია არც თქვენი და არც თქვენნაირი ათასი რომ იჯდეს მანდ…
– მოსამართლე: ეს ყველაფერი არის სასამართლოს უპატივცემულობა, გაძლევთ შენიშვნას…
როგორ დააკავეს ნიკა კაცია და რა მოხდა საბედისწერო ღამეს? – ტელეკამერებისთვის ჩაკეტილ სასამართლოში დღეს ჩვენება სინდისის პატიმრის დედამ მისცა. მარინა აფციაურმა თქვა, რომ ვიდრე ნიკა კაციას დააკავებდნენ, მთელი დღის განმავლობაში მათ სახლთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები პატრულირებდნენ.
კაცია იმ დროს დააკავეს, როცა პირდაპირ ეთერში ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და “ტვ პირველის” ოპერატორს გიორგი შეწირულს ნიღბიანი მამაკაცების დაესხნენ თავს. სინდისის პატიმრის დედის განცხადებით, სწორედ ტელევიზორში ამ ეპიზოდის ნახვის შემდეგ გადაწყვიტა კაციამ იმ დღეს აქციაზე წასვლა.
