რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება მას, ვინც სხვის ზურგს უკან ცდილობს გადაჭრას საკითხები – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, იმ ადამიანების აზრს, რომლებიც ევროპაში გადაწყვეტენ, რომ საკითხები სხვის ზურგს უკან გადაწყვიტონ, ყურადღება არ უნდა მიაქციონ.
ამის შესახებ მან დიდ ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა და სავარაუდოდ, ამით უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე მიანიშნა.
როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ევროპაში ერთიანობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მშვიდობის შენარჩუნებისთვის.
„ჩვენ შევინარჩუნეთ ერთიანობა ევროპაში და ერთად ვმოქმედებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინმა ვერ მიაღწია თავისი მთავარი მიზანს – მან ვერ შეძლო ევროპაში განხეთქილების შექმნა. რაც უფრო მომთხოვნი იქნება ევროპა ამ ერთიანობის შენარჩუნების მიმართ, მით უფრო ხანგრძლივ მშვიდობას უზრუნველვყოფთ.
პუტინი ვერ შეინარჩუნებს ურთიერთობას ჭეშმარიტად ძლიერ ლიდერებთან და ეს არის ჩვენი უპირატესობა, მაგრამ ის უპირატესობად რჩება მხოლოდ მანამ, სანამ ჩვენ ვართ ერთიანები. ის შეიძლება შეეცადოს თქვენთან დაახლოება ან ინდივიდუალურად წავიდეს თქვენს ზოგიერთ პარტნიორთან, შეეცადოს თქვენს გადაბირებას, ზეწოლას, დაშანტაჟებას, რათა ერთ-ერთმა თქვენგანმა უღალატოს დანარჩენებს – დაასუსტოს ჩვენი ერთობა.
რა თქმა უნდა, ყველა თავად ირჩევს, როგორ მოიქცეს და რა მემკვიდრეობა დატოვოს. მაგრამ თუ ვინმე ევროპაში ცდილობს სხვის ზურგს უკან ან თუნდაც სხვის ხარჯზე გადაჭრას საკითხები, თუ ვინმეს სურს ომის დედაქალაქში იმოგზაუროს, ისაუბროს და შესაძლოა, დაჰპირდეს რაიმეს ჩვენი საერთო ინტერესების საწინააღმდეგოდ ან უკრაინის ან სხვა ქვეყნების ხარჯზე, მაშინ რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ასეთ ადამიანს?
ევროკავშირს და ნატოს ასევე შეუძლიათ თავიანთი საკითხების გადაჭრა ამ ერთი ინდივიდის გარეშე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პირველ ივლისს უნგრეთი როტაციის წესით 6 თვის ვადით გახდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში თავის მიზნად სამშვიდობო მისიას ისახავს. ამ მიზეზით, 2012 წლის შემდეგ პირველად, 2 ივლისს კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, შემდეგ კი მოსკოვში ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. სა და მოსკოვის შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩავიდა, სადაც ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა. ამის შემდეგ კი -ში ყოფილ პრეზიდენტსა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ